ადგილობრივების ცნობით, ქარელში ავარია მაღალჩინოსნის შვილს მოუვიდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში ავარიისას მანქანა დაიწვა. მერსედესის მარკის ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, მილი გასკდა და აირმა გაჟონა. გაჟონვის შემდეგ ცეცხლი აალდა და მანქანაზე გადავიდა. ავტომანქანა დაიწვა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ცეცხლის გაჩენა მანქანის ნათურამ გამოიწვია.

,,ამოვიდა სოფელში მაღალჩინოსანი და უთხრა ერთ-ერთ ბიჭს, ნუ გეშინია ახალს გიყიდიო" - ამბობენ ხეოებელი. მათი თქმით, ფაქტი სექტემბრის შუა რიცხვებში მოხვდა.

სოფელ ზემო ხვედურეთის სოფლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მანქანაში ახალგაზრდები ისხდნენ, თუმცა არ იცის, სადაურები არიან.

,, არ ვიცი, ვინ იყვნენ. 3 ბიჭი ჩამოსული იყო სტუმრად. არასწორი ინფორმაცია გაქვთ" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი გიგლა თურმანიშვილი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, მძღოლთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებაზე უარი გვითხრეს. რაც შეეხება ზარალს, სოფლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზარალი ანაზღაურებულია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები