სურამელი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს - ადვოკატი
ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის
ორი პოლიციელი. ინფორმაცია Qartli.ge-ს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ
მიაწოდა. იურისტი ერთ-ერთ პირის იცავს, რომელის საქმეზე ცრუ ჩვენების
მიცემისთვის არის დაკავებული.
„გიდასტურებთ, რომ ამ საქმეზე 4 პირია დაკავებული, მათ შორის, არის
ორი პოლიციელი. ფიგურირებს თუ არა მკვლელობაში მაღალჩინოსნის შვილი,
ეს გამოძიების საქმეა. დეტალებს მეც არ ვიცნობ და საქმეს ახლა
ვეცნობი. ვიცი ის, რომ ფაქტი რუსთავში მოხდა“- აცხადებს კობაიძე.
Qartli.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში
დაკავებულების შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ:
,,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.
ზურაბ დადეშელი სურამელია და მას ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში
ეძებდა. 36 წლის მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით მდინარე მტკვარმა
რუსთავში გამორიყა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით
მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები