ქარელში რუსი ,,ჰაკერის" გატაცების საქმეზე ადვოკატი დაკითხვაზე დაიბარეს
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრანტ მოსამართლესთან პროკურატურამ დაიბარა ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი.

საქმე ეხება რუსი ჰაკერის გატაცების ფაქტს, რომლის შესახებ, პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. ქამრალ ამჯანოღლი ერთ-ერთ ბრალდებულს იცავს. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას გარკვეული ეჭვები აქვს:

,,ჯერჯერობით, არ ვიცი, რა კითხვები აქვს ჩემთან დაკავშირებით პროკურატურას, თუმცა მოწმის სახით ჩემი დაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით კანონდარღვევაა." - აცხადებს ადვოკატი და ფიქრობს, რომ პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს.

პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ ადვოკატმა ბრალდებულისგან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ადვოკატთა კორპუსი აცხადებს, რომ ადვოკატსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა კანონით დაცულია;

,,შესაბამისად, ადვოკატმა თუ რაიმე ინფორმაცია მიიღო თავის დაცვის ქვეშ მყოფისგან და ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გახდა, არ ნიშნავს, რომ ადვოკატი მოწმის სახით უნდა დაიკითხოს" - აცხადებენ სხვა ადვოკატები.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელში რუსი ,,ჰაკერი" ცხოვრობდა, რომელიც გაიტაცეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები