2020 წლის ივლისში ხაშურს ახალი შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი
ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა ექნება.
ინფორმაცია Qartli.ge-ს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროს ინფორმაციით, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო
ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა გრძელდება და 2019 წლის ბოლოს
5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება
ახალი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში
მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას.
ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე
ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა
მიმდინარეობს.
,,ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე
მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს,
ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი
ურთულესია. პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის
გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები,
წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები,“-აცხადებენ
სამინისტროში.
სტატიის გამოყენების პირობები