გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ღოღეთამდე ასფალტი დაიგო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთამდე ახალი ასფალტი დაიგო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება.

ახალი გზა სოფელ ფციდან იწყება. 

,,გარდა გზის მოასფალტებისა, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურით. სოფელ ღოღეთში დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია ჩაუტარადა მინი სტადიონს." - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.

იხ. ამავე თემაზე:

,,სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიმუშავებ" - 86-წლის კაკო შათირიშვილი ღოღეთიდან (VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები