ქარელში, დევნილთა დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოჯახები
ნათესავთან არიან გადანაწილებულები. 1 ნოემბერს, დილის 4 საათზე,
ბუნებრივი აირი მეხრიშვილის ბინაში გაჟონა და აფეთქდა.
,,2 ოჯახი ქირით გავიყვანეთ. სამუშაოები მიმდინარეობს. სულ
დაზარალებულია 12 ოჯახი. ეს 12 ოჯახი კი, ნათესავებთან არიან
წასულები" - აცხადებს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი.
ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ იქ ცხოვრობენ ჩვილები,
მცირეწლოვანები , მოხუცები, რომელთა ნაწილი სასტუმროებში
ცხოვრობენ.
,,სრულ დემონტაჟსა და ხელახლა მონტაჟს საჭიროებს: მეტალის შესასვლელი
კარები - 25 ცალი, მდფ - შიდა კარები - 10 ცალი, მეტალოპლასტმასის
კარები - 2 ცალი, მეტალოპლასმასის ფანჯრის ბლოკები - 10 ცალი." -
აღნიშნავენ მერიაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გამოყოფილია დაახლოებით 35
ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია 15 ნოემბერს უნდა
დასრულდეს.

სტატიის გამოყენების პირობები