ფოტოზე: სოფელი
კოდისწყარო, ავტობანიდან
გამყოფი ხაზის მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა ორი კაცი დააკავეს. ამის
შესახებ qartli.ge-ს კოდისწყაროში დაუდასტურეს.
,,დაკავებულები არიან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები. ნახირში იყვნენ.
როგორც ჩანს ახლოს მისულან საზღვართან" - აცხადებენ
ადგილობრივები.
მათი ინფორმაციით, დაკავება, სავარაუდოდ, ყარაფილას მხარეს მოხდა.
ყარაფილა და კოდისწყარო მეზობელი სოფლებია. მათ შემდეგ ოსური სოფელი
წინაგარაა.
ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
დაკავების შესახებ ცნობილია ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიისთვის.
ცნობისათვის, გასულ თვეს, ოქტომბერში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
უშიშროებისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 39
ადამიანი დააკავეს, ამათგან, უმრავლესობა დე-ფაქტო რესპუბლიკის
დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს.
სტატიის გამოყენების პირობები