ერგნეთში ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც, ძირითადად, ჩორჩანა-წნელისს შორის განთავსებული საგუშაგოების საკითხებს იხილავენ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ წინა პლანზე ის თემებიც წამოწიონ, რომელიც გამშვები პუნქტების ჩაკეტვას ეხება. დე-ფაქტო რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ახალგორისა და პერევის მიმართულებით, გადასასვლელები ჩაიკეტა.

ტექნიკური შეხვედრების გამართვა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტრომ ჩორჩანას ტყეში საპოლიციო საგუშაგო განათავსა.

პარალელურად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების ძალებმა, რუსეთის სამხედრო ძალების დახმარებით, ახალი საგუშაგოები იმავე ტყეში განათავსეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არაერთი განცხადების მიხედვით, დაძაბულობა მხარეებს შორის გაიზარდა. საქართველოს შს სამინისტორსა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, რამაც დაპირისპირების რისკი გაზარდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამშვებ პუნქტებს არ გახსნის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები