12-13 ნოემბერს, გორის თეატრი იმ ბავშვებს მასპინძლობს, რომლებიც
გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ამის შესახებ გორის თეატრის
ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,
სპექტაკლს ,,კაცია ადამიანი" დაახლოებით 800 ბავშვი დაესწრება.
,,მათ ჩამოიყვანენ საცხოვრებელი სახლიდან და წაიყვანენ უკან. პროექტი
ერისთავის თეატრის ადმინისტრაციის და გორის მერიის თანამშრომლობით
განხორციელდა." - გვითხრეს გორის თეატრში.
სპექტაკ დაწყება 15:00 დაიწყება და დასრულდება 16:20 სთ-ზე.
იხ. ამავე თემაზე:
,,კაცია-ადამიანი?!" - გორის თეატრში
(VIDEO)
სტატიის გამოყენების პირობები