,,შეცვალეს" წევრებმა დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად გორის პოლიციასთან აქცია გამართეს
გორის შს სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორთან მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრები მივიდნენ და დაკავებული აქტივისტები გაამხნევეს.

,,გვსურს, რომ ბექამ და გიგამ იცოდნენ, რომ ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ხვალ თბილისში აქციას ვმართავთ" - აცხადებენ ორგანიზატორები.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულები არიან გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია. მაქარაშვილს 15-დღიანი პატიმრობა, ხოლო ბექა ბასილაიას - 13-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ისინი 2019 წლის 18 ნოემბერს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის დროს, დააკავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები