გორში მამაკაცმა პოლიციელებს ოჯახურ კონფლიქტში ჩარევის გამო შეურაცხყოფა მიაყენა
გორის სასამართლოს მოსამართლემ მარიამ კუთხაშვილმა 30-წლამდე ასაკის მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ისინი 23 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, გამოიძახეს. შეტყობინების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს და გამოძახების ადგილზე მივიდნენ.

მამაკაცმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამრღვევს ადვოკატი არ ჰყავდა და აღნიშნა, რომ გიორგობა დღეს იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები