თავისუფლება ვაჟა ექიმს - ბათუმის დინამოს გულშემატკივრების პროტესტი
,,თავისუფლება ვაჟა ექიმს" - ამ შინაარსის წარწერა სტადიონზე ბათუმის დინამოს გულშემატკივრებმა გამოფინეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტურნირი დღეს გაიმართა, სადაც ბათუმის დინამომ საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურში საკუთარ კედლებში რუსთავი 2:1 დაამარცხა.

გულშემატკივრები კამპანიას "თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja” -ს უერთდებიან. ვაჟა გაფრინდაშვილი 2019 წლის 9 ნოემბერს, გამყოფ ხაზთან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

მას, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია, რადგან იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

იხ. ამავე თემაზე:

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლეს - ექიმი იზოლატორში რჩება

ახალგორის სასამართლომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს

რამაზ ზადიშვილი: ,,ცხინვალის იზოლატორში გავიცანი ვაჟა გაფრინდაშვილი დიდებული კაცია"

„თეთრი ხალათების“ აქცია შიდა ქართლში
Print

სტატიის გამოყენების პირობები