ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გორში წმინდაწყალზე ბუნებრივი აირი გაითიშა
,,ჩვენი ტექნიკური ჯგუფი დაზიანების აღმოფხვრას დილამდე შეძლებს" - ამის შესახებ qartli.ge-ს ,,სოკარ ჯორჯიას" შვილობილი კომპანიის ,,საქორგაზის" წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება წმინდაწყალზე (გორი) გარკვეულ უბნებს.

ბუნებრივი აირის მილი მას შემდეგ დაზიანდა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მანქანა ტროტუარზე გადავიდა და მილს შეეჯახა.

იხ. ამავე თემაზე:

ავარია გორში

Print

სტატიის გამოყენების პირობები