ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში მილის დაზიანების გამო
მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ადგილობრივმა
მცხოვრებლებმა მერიას უკვე აცნობეს.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ვითარება
ადგილზე შეისწავლა. სავარაუდოდ, წყლის მილი სოფლის სარწყავი არხის
რეაბილიტაციის პროცესში დაზიანდა.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ახალი მილები შეძენილია და სამუშაოები დღეს,
25 ნოემბერს დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები