თბილისში, 18 ნოემბერს გამართულ აქციაზე, 105 პოლიციელი შიდა
ქართლიდან გაგზავნეს. ამის შესახებ რეგიონალური პოლიციის
დეპარტამენტის უფროსმა მერაბ ბერძნიშვილმა შს მინისტრის მოადგილეს
კახა საბანაძეს აცნობა.
ბერძნიშვილი შესყიდვების სააგენტოს სთხოვდა, რომ 105 ულუფის
შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა. ულუფა გორში,
წმინდაწყალზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეუკვეთეს. ბერძნიშვილი პატაკში
განმარტავს, რომ თანამშრომლები თბილისში, მიმდინარე აქციაზე
იმყოფებიან. თუ არ შევისყიდით დაუყოვნებლივ ულუფებს, საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნებაო - აღნიშნავს დეპარტამენტის უფროსი
თავის წერილში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტმა ჩააგდო
კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის
ნაცვლად, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დამკვიდრებულიყო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოყვა, რომელიც 15
ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაიწყოა. 18 ნოემბერს აქცია
დაშალეს.
ფოტო:
აჭარის ტელევიზია
სტატიის გამოყენების პირობები