გორიჯვრის ეკლესიიდან მოპარულია მცირე ოდენობით თანხა
გორიჯვრის ეკლესიიდან დაიკარგა თანხა. ამის გამო გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია მცირე ოდენობით თანხა. შს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ფულადი თანხის გარდა, სხვა ნივთების დაკარგვის შესახებ, ინფორმაცია არ დასტურდება. თანხა გიორგობის დღესასწაულზე წაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები