ცხინვალში მოსკოვის ქუჩას პუტინის სახელი მიანიჭეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ქალაქ ცხინვალის მერიამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ოსურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვა გამოიწვია.

მოსკოვის სახელობის ყოფილ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელი მიანიჭეს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში სხვადასხვა გამოხმაურება მოყვა.

ნაწილი ხუმრობს, რომ უმჯობესია ცხინვალს ,,ვლადიმირგრადი" ან ..ვლადიმირი" დაერქვან. ნაწილი ფიქრობს, რომ პუტინი არ არის ნაზარბაევი, რომ მისი სახელობის ქუჩა მისსავე სიცოცხლეში უწოდონ.

ცხინვალიდან დევნილი ლია ჩლაჩიძე იხსენებს, რომ ამ ქუჩაზე სტუდენტები ცხინვალის ინსტიტუტში მიდიოდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები