გორის შს სამმართველოს უფროსს ზეწოლაში ის ადამიანი ადანაშაულებს,
რომელიც გორიჯვრის ეკლესიიდან შესაწირი თანხის ქურდობაშია
მხილებული.
ამის შესახებ მან ადგილობრივ ტელეკომპანია ,,დიას" განუცხადა. მისი
თქმით, პოლიციის უფროსი აიძულებს დანაშაულის აღიარებას.
,,გამოიძიონ, აიღონ ანაბეჭდები და მერე ისე დამიმტკიცონ. პოლიციის
უფროსი მეუბნება, აღიარე, რომ შენ წაიღე ფულიო" - აცხადებს მხილებული
ადამიანი.
გორიჯვრის ეკლესია 23 ნოემბერს ღამით გატეხეს. დეკანოზი გიორგი
კარელიძე აცხადებს, რომ სალოცავში საკურთხევლის მხრიდან შეაღწიეს.
,,ასეთი ფაქტი თანაც არაერთხელ მომხდარა. აქ საუბარი არ არის თანხის
წაღებაზე, უბრალოდ, სახეზე გვაქვს ადამიანის სულიერი სიღარიბე" -
აცხადებს კარელიძე.
გორის შს სამმართველოს გამომძიებლებმა მხილებული გუშინ ეკლესიაში
მიიყვანეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს. წინასწარი ინფორმაციით,
წაღებულია მცირეოდენი თანხა.
სტატიის გამოყენების პირობები