გორში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას შეუერთდნენ
ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრება ფონდის დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინკიხაძე, თავშესაფრის უფროსი ლამარა შაყოლაშვილი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი დიანა დავითაძე.

შეხვედრას ესწრებოდა გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და სამოქალაქო ზაოგადოების წარმომადგენლები. ორგანოზატორებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურეობის სახელმწიფო სერვისების, პრევენციული ღონისძიებების და კანონმდებლობის შესახებ.

შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროვება, რადგან 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა და ისჯება კანონით.

შეგახსენებთ, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოში გენდერული ძალადობის 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები