კასპში, 2020 წლის დადგომა განსაკუთრებული იქნება. ამის შესახებ იმ
დოკუმეტაციაშია აღნიშნული, რომელიც კასპის მერიამ შეადგინა.
დოკუმენტაციაში წერია, რომ 31 დეკემბერს კასპის ცენტრში მიწვეულ 600
ბავშვს მულტფილმის გმირები გაართობენ, მათ შორის 2 „სნეგურაჩკა“ ,
თოვლის პაპა და ელფები.
110-ჯერ გაისვრიან ფოიერვერკს, წრეზე იმოძრავებს მატარებელი, იმღერებს
ბენდი, წარდგებიან სოლო მომღერლები, ღამის 12 საათიდან დილის 2
საათამდე იქნება დიჯეი, 2 საათით გამოჩდნდება ცხენი და ფაეტონი.
ამ მომსახურებას კასპის მერიას ,,ენერჯი გრუპი" სთავაზობს, რომელმაც
ჯერ-ჯერობით, ანალოგიურ საქმეზე გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტი მერიისთვის არ წარუდგენია.

სტატიის გამოყენების პირობები