ფოტოზე: საკორინთლო-ახაშენის
მინვდრები
უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ
წელს მოხდა.
გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს.
ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს.
როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში)
გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში
გაპარვა.
,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ
ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო
ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს,
რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს:
,,სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო.
შარშან როცა გაიპარა, დააკავეს რუსებმა. ცუდად გამხდარა და გარკვეული
ხანი უპატრონეს ახალგორშივე ნათესავებმა. მერე გამოუშვეს" - გვეუბნება
სოფლის წარმომადგენელი.
სოფელი ახაშენი მდებარეობს ქვემო ჭალის თემში. მას ემიჯნება კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო, ხოლო ახალგორისკენ - სოფელი
მონასტერი. ახაშენში სწორედ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებიც კომუნისტების
პერიოდში ახალგორის რაიონიდან ჩამოასახლეს.
,,ახაშენი მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ეს სახელიც იმიტომ დაარქვეს, რომ
ახალმოსახლეები იყვნენ კომუნისტების პერიოდიდან. ჩამოასახლეს ქსნის
ხეობიდან და დაასახლეს საკორინთლოში. ფაქტობრივად, საკორინთლოს
გარეუბანია. უბანს კი, ახაშენი შეარქვეს" - აცხადებს მერის
წარმომადგენელი.
ახაშენში სულ რაღაც 15 კომლი ცხოვრობს.
რაც შეეხება გორა ღარიბაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
სტატიის გამოყენების პირობები