გორში ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
2019 წლის 14-15 დეკემბერს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის თემაზე "ბავშვთა მიმართ ძალადობა" ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ორგანიზებას, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინიტროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ფონდი HumanDoc და არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი" უწევდა.

ტრენერები იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი თეა გალახვარიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი მანანა ჯინჭარაძე და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, 2018 წლის მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი ლადო აფხაზავა.

,,ტრენინგი იყო უპრეცედენტო. აღნიშნული ტრენინგის ანალოგი საქართველოში ამ დრომდე არ ჩატარებულა." - აღნიშნეს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები