,,ნუ იმალები ზურა" - გორის მე-5 სკოლის დირექტორს მანქანაზე წარწერა
დაუტოვეს. წარწერა ნაცინალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის
წარმომადგენელმა ვასილისა ჯაბახიძემ დატოვა.
ვასილისა ჯაბახიძე სკოლაში მივიდა და დირექტორის კაბინეტთან მისვლა
სცადა. თუმცა, სკოლის მანდატურმა ის შენობაში არ შეუშვა. ვასილისა
ჯაბახიძემ წარწერა დირექტორს მანქანაზე დაუტოვა.
ზურაბ ქარელმა გუშინ სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
,,კუხიანიძემ პირდაპირ და გაბედულად თქვა ის, რასაც ძალიან ბევრი
თვითონ ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ ბედავდა"
კომენტარი სკოლის დირექტორმა რადიო თავისუფლების ფეისბუქგვერდზე
გამოქვეყნებულ სტატიის დაურთო. სტატიის მიხედვით, თბილისის საკრებულოს
წევრის, ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტთან არსებულ აბრაზე ელენე
ხოშტარიამ დაწერა: ,,ღორი, ნაძირალა".
ერეკლე კუხიანიძე, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის საკრებულოს წევრია. მან
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და
მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა
და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.
ერეკლე კუხიანიძემ მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15
დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა
ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ
ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა
გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის
ვერსია გაავრცელა.
„ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი
იხატება ნელ- ნელა…“, - წერს ის ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული
ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.
იხ. ამავე თემაზე:
გორის მე-5
სკოლის დირექტორი ერეკლე კუხიანიძეს
ეთანხმება
სტატიის გამოყენების პირობები