ღია ფიტნეს კლუბი გორში
მორიგი სავარჯიშო მოწყობილობები ქუთაისის ქუჩაზე დამონტაჟდა.

გორის მერიის ახალი აქცია - ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კამპანია გრძელდება. მორიგი სავარჯიშო ტრენაჟორები ქუთაისის ქუჩაზე დამონტაჟდა.

ღია ფიტნესის მოწყობა თავდაპირველად გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყეს, ამჯერად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, სკვერებში გამოჩნდა.

,,ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება უფასოდ ივარჯიშოს ამ ღია დარბაზებში. გორის მერია კვლავაც გააგრძელებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას" - აცხადებენ მერიაში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები