კომბინატის დასახლებაში ნაცემი ახალგაზრდა გორმედში მიიყვანეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დღეს საღამოს კომბინატის დასახლებაში სცემეს, ,,გორმედში" მიიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მიყვანეს.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს სახის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება, თუმცა, საბოლოო პასუხი კომპლექსური კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა. როგორც qartli.ge-მ გაარკვია, დაპირისპირება სტუდენტებს შორის მოხდა.

კერძოდ, ორი დღის წინ, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. დღეს კი, ერთ-ერთი ახალგაზრდა მეორე ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს და მანქანაში ჩაისვეს. სალაპარაკოდ, ,,წყნარ ადგილზე" საქმის გასარჩევად გაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები