გორში ,,ყველაზე საახალწლოდ მორთულის" ტიტული ეპარქიის კაფე-საცხობმა ,,ნალიამ" მოიპოვა
გორის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ყველაზე საახალწლო" გამარჯვებული გახდა გორის ეპარქიასთან არსებული კაფე-საცხობი ,,ნალია". ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კონკურსში მონაწილეობა სულ 11-მა აპლიკანტმა მიიღო, აქედან 5 მათგანს კონკურსის სპონსორებისგან საჩუქრები გადაეცათ.

პირველი ადგილის მფლობელი კაფე-საცხობი „ნალია“ გახდა, რომელსაც "ქება ელექტრონიქსისგან" 500 ლარი გადაეცა.

მეორე და მესამე ადგილზე გასულმა კონკურსანტებმა სასტუმრო "Georgia Gold"-სგან 400 ლარი და ბავშვთა გასართობი ცენტრისგან - "Kids Land" 300 ლარი მიიღეს.

სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ქსელმა - "გოლდმა" 200 ლარი საკუთარ რჩეულს გადასცა.

დამატებით ორ ნომინაციაში გამარჯვებულმა კონკურსანტებმა ქორეოგრაფიული სტუდია "ხევისგან " და ცეკვის სტუდია "ანუშკასგან" ერთწლიანი უფასო მომსახურების ვაუჩერები მიიღეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები