ახალი ამბები
გორელი დიზაინერები გერმანიაში მიიწვიეს
გორელი დიზაინერები სოფიო ტუაევი და ნათია ჯოხაძე გერმანიაში, ,,ფეშენ უიკზე" მიიწვიეს. ამის შესახებ ისინი qartli.ge-ს ესაუბრნენ.

მათი თქმით, ისინი ,,ფეშენ ჰოლის“ წარმომადგენელმა რუსა მაკოვსკიმ მაშინ მიიწვია, როდესაც გორში, მოდის კვირეულზე იმყოფებოდნენ.

გასულ ზაფხულს ქალაქ გორში ჩატარადა რეგიონალური ,,ფეშენ უიკი“, სადაც სოფიო ტუაევს და ნათია ჯოხაძეს სხვა გორელ დიზაინერებთან ერთად, წარმოდგენილი ქონდათ საკუთარი კაბების და ხელნაკეთი აქსესუარების კოლექცია.

,,ფეშენ ჰოლი" ოფიციალურად, ბერლინში წელიწადში 2-ჯერ ხსნის მოდის კვირეულს. კოლექციას, რომელსაც გორელი დიზაინერები ბერლინში წარადგენენ, 6 თვე მუშაობდნენ.

აღნიშნულ მოდის კვირეულზე მიწვეული იყო ბერლინში მცხოვრები და ,,ფეშენ ჰოლის“ ოფიციალური წარმომადგენელი რუსა მაკოვსკი. მისი კომპანია დაინტერესებულია ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციაზე ევროპაში. რეგიონალურ ,,ფეშენ ვიკზე“ რუსა მაკოვსკი სოფიო ტუაევს და ნათია ჯოხაძის კოლექციით დაინტერესდა და მათთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმა, რის შემდეგაც ბერლინში მოდების ჩვენებაზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

,,ვარ სტარტაპერი დიზაინერი, ვაკეთებ ხელნაკეთ სამკაულკებს ბისერებით, ნატურალური ქვებით, პოლიმერულ თიხასაც ვიყენებ. ჩემი ნამუშევრებს ბერლინის მოდის კვირეულზე სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები გამოიყენებენ თავიანთ კოლექციასტან ერთად. ძალიან მოხარული ვარ, რომ რეგიონალური ,,ფეშენ ვიკის“ შედეგად შანსი მიეცათ რეგიონში მცხოვრებ ხელოვან ადამიანებს მოეხდინათ საკუთარი თავის პოპულარიზაცია,“-აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.

ბერლინის მოდის კვირეულზე საკუთარ კაბებთან ერთად სოფიო ტუაევი წარადგენს ხელნაკეთი ტყავის ჩანთებსაც. ერთერთი ჩანთა არის შექმნილი ოკუპაციის თემაზე.

,,ბერლინის მოდის კვირეულისთვის შევქმენი 10 კაბა, რომელზეც ვმუშაობდით 6 თვის განმავლობაში. ასევე შევქმენით ნატურალური ტყავის ჩანთები, რომელსაც აქვთ ხის ელემენტები. სპეციალურად ბერლინისთვის შევქმენით ერთი ჩანთა ოკუპაციის თემაზე, რომელსაც აწერია ,,რუსეთი ოკუპანტია. კოლექცია დარჩება ქალაქ ბერლინში, სადაც მოხდება მისი გაყიდვა.“- აღნიშნა სოფიო ტუაევმა.

სოფი ტუაევის მიერ ოკუპაციის თემაზე შექმნილი ჩანთა


ავტორი: თათია გოლოშვილი

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები