2020 წლის ,,გორის ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენად კონკურსი 28
თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ შეთანხმება კომპანია ,,ეტალონი
მედიასა" და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის უკვე გაფორმდა.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება ახალგაზრდულ პროგრამების
ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია ტარდება, რომლის გამარჯვებულებს წლის
განმავლობაში 100-ლარიანი სტიპენდია ენიშნებათ.
,,"გორის ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენი კონკურსის ჩატარება ხელს
შეუწყობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური
შესაძლებლობების გამოვლენას, შესაბამისად სწავლის მიმართ მოტივაციის
ხარისხის ზრდას, მოსაწავლებიის ერთმანეთში ინტეგრაციას (დაახლოება,
კომუნიკაცია) და ა.შ." - აღნიშნავენ მერიაში.
მაგალითად, აღნიშნულ კონკურსში 2018 წელს 85 მოსწავლე მონაწილეობდა,
2019 წელს კი, მისი რაოდენობა რამდენიმე ათეულით გაიზარდა.
2017 წელს გორის ეტალონი მოსწავლე გიორგი გიორგაძე (მე-2 საჯარო
სკოლა) და ლალი მაზანაშვილი (ზერტის სკოლა) გახდნენ. ხოლო, 2018 წელს
ნია ტეტუნაშვილი (ტირძნისის სკოლა) გახდა.
სტატიის გამოყენების პირობები