გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში შიდა გზა მოასფალტდება. ამის
შესახებ ქარელის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
გზის საერთო სიგრძე 1,3 კმ-ია. მოასფალტება დაიწყება სოფლის
შესასვლელიდან, სადაც პოლიციის საგუშაგოა და გაგრძელდება სკოლის
შენობისკენ.
დვანის სკოლა სოფლის განაპირას მდებარეობს. მერიამ ტენდერი 8 იანვარს
გამოაცხადა, ჯამური ღირებულებით 825 000 ლარი. სატენდერო
წინადადებების მიღება 31 იანვარს დასრულდება.
ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოები 2
თვეში უნდა დაასრულოს.
სტატიის გამოყენების პირობები