ანა ლაღიძე - მევიოლინე გოგონა გორიდან
ერთხელ ქუჩაში მიდიოდა და დაინახა, რომ ვიღაც ვიოლინოზე უკრავდა. იმ საღამოსვე მშობლებს ვიოლონის კლასში მიყვანა სთხოვა.

ანა ლაღიძე 17 წლისაა. ის სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინის განხრით სწავლობს. ბავშვობიდანვე ფორტეპიანოზეც უკრავს, თუმცა დროის სიმცირის გამო, ორივე მიმართულებით სწავლას ვერ ახერხებს.

გვეთანხმება, რომ ვიოლინიზე სწავლის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა, სხვა სპეციალობებთან შედარებით მცირეა.

,,მე ვამჩნევ, რომ ახალგაზრდებში ეს მიმართულება არ არის პოპულარული. მათ უფრო სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა ურჩევნიათ. მუსიკალურ შემსრულებლებს შორის, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს დავით გარეტი. ვფიქრობ, რომ მართლა პროფესიონალია, უკრავს თანამედროვე მუსიკასაც, ისევე, როგორც კლასიკას და ცდილობს, თანამედროვეობას დაანახოს კლასიკური მუსიკა და აუხსნას მათთვის გასაგებ ენაზე“ - ამბობს ანა ლაღიძე.

საყვარელი კომპოზიტორია მოცარტი, საუკეთესო ნაწარმოები კი, მენდელსონის სავიოლინო კონცერტი.

,,ამჯერად, მხოლოდ, ის ვიცი, რომ კონსერვატორიაში უნდა გავაგრძელო სწავლა. ბევრს ვმეცადინეობ, ხშირად ვიღლები, მაგრამ როცა ნაწარმოების დაკვრა კარგად გამომდის, ამაზე სასიმოვნო არაფერია“ - ამბობს ანა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები