შსს: 5 მგზავრიდან 1 გადარჩა - ტრაგედია ქვიშხეთთან
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან 4 ადამიანი დაიღუპა, 1 გადარჩა.  ამის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს.

მანქანაში, რომელიც მდინარეში გადავარდა, 5 მგზავრი იჯდა. მდინარიდან ისინი მოქალაქეებმა და პოლიციელებმა ამოიყვანეს. 

შემთხვევა დღეს სოფელ ქვიშხეთთან მოხდა. ავტომანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები