ქარელის მთიან სოფლებში გზისა და წყლის სისტემების მოწესრიგება მოითხოვეს
2020 წლის 21 იანვრიდან სოფლებში კრებების ჩატარება დაიწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებას, მერის მტკიცებით, მოსახლეობასთან ერთად, იღებენ.

მორიგი შეხვედრა, 24 იანვარს, ქარელის მთიან სოფლებში ჩატარდა. ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა შეხვედრები გამართა სოფელების: ხეობა, ჭანდრები, ქვენაფლავი, ღვლევი, ზ/ხვედურეთისა და ქვ/ხვედურეთის მოსახლეობასთან.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა შემდეგი პრიორიტიტული პროექტები. კერძოდ :

ხეობა- გზების მოწესრიგება და სარწყავი არხის მოწყობა;

ჭანდრები - გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

ქვენაფლავი - სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა;

ღვლევი- სასმელი წყლის სისტემის მოწყობა;

ზ/ხვედურეთი- გზების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა;

ქვ/ხვედურეთი-გარე განათების მოწყობა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები