გორში ოპოზიცია მერისა და გუბერნატორის ხარჯების შესახებ ბრიფინგს მართავს
,,ოცნება ახდენილები" - ასე დაასათაურა ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში იმართება.

ვასილისა ჯაბახიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავს და თანხას საკუთარი კომფორტის მოწყობისთვის იყენებს. 

ამის საილუსტრაციოდ, ვასილისა ჯაბახიძის რწმუნებით, მერიამ საკმაოდ დიდი რაოდენობით ფულადი ჯილდოები გასცა საახალწლოდ. დეტალურ ინფორმაციას ოპოზიცია ჟურნალისტებს მიაწვდის. 

გორის მერიას ჯერჯერობით პასუხი მომზადებული არა აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები