ხურვალეთის პოლიციამ მოსწავლეებთან მიმავალი ტრენერები სოფელში არ შეუშვა
დღეს, ხურვალეთის საჯარო სკოლაში დაგეგმილი ტრენინგი ჩაიშალა. პოლიციამ სოფელში ის ტრენერები არ შეუშვა, რომლებსაც მოსწავლეები ელოდებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ტრენერები ხურვალეთის საგუშაგოზე არ გაატარეს.

შეხვედრის ორგანიზატორის, ირმა კიტრიაშვილის განცხადებით, ტრენინგი ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი და ამის შესახებ სკოლისთვისაც იყო ცნობილი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართვა უპასუხოდ დატოვა.

ცნობისათვის, საქართველოს შს სამინისტრომ შეზღუდვები ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომიდან დააწესა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დიდი ხანია არ უშვებენ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება USAID/WMTR II -ის პროექტს, მის ფარგლებში, შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრენინგების ციკლი მიმდინარეობს. სასწავლებლებში იღებენ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის კომპონენტების ინტეგირირება სასწავლო პროგრამაში.

,,სეპარაციისა და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ ბავშვებს და ასევე ჩამოუყალიბდებათ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა, შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ. USAID/WMTR II -ის პროექტის ერთერთ მთავარ კომპონენტს ცნობიერების გაზრდა წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას და სეპარირებულად ნარჩენის შეგროვებას." - ამბობს პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლში ირმა კიტრიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები