აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი უკვე საქართველოშია
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი უკვე თბილისშია. ამის შესახებ განცხადებას საელჩო ავრცელებს.

"მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას. ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ." - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები