,,პროცესი იყო საინტერესო" - ნაფიცმა მსაჯულებმა გორში ქალის გატაცებასა და ძალადობაში ბრალდებულები გაამართლეს
ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს საათნახევარიც კი არ დასჭირდათ. მსაჯულებმა 3-ვე ბრალდებული ერთხმად გამართლეს. გორის პროკურორმა კი, დარბაზი უკომენტაროდ დატოვა.

გორის მოსამართლე შალვა კაკაურიძემ, ვერდიქტის შემდეგ, ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. ბრალდებულებს შორის, ორი მათგანი ძმები არიან.

ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მშობლები ტირილით, შემდეგ კი, დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

,,ფაქტობრივად, ეს თვეები პროკურატურას ვუმტკიცებდით ჩვენ, რომ რასაც ედავებოდნენ ამ ბიჭებს, ის ფაქტი არ მომხდარა. გაიმარჯვა სიმართლემ." - გვითხრა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ. ადვოკატ გოჩა გოჩიტაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ვერდიქტის გამოტანამდე პროკურატურა თავად მოხნიდა ბრალს.

,,ნაფიცმა მსაჯულებმა ამ ხნის განავლობაში პროცესი ღირსეულად წარმართეს. ჩართულნი იყვნენ ფაქტების მოძიებაში, საქმეს გულისხმიერად მოეკიდნენ." - ასე შეაფასა მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ნაფიცი მსაჯულების მუშაობა.


იხ. საქმის შესახებ დეტალურად:

გორში ფულის გამოძალვის მიზნით ქალის გატაცებაში 3 მამაკაცს ედება ბრალი

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები