ტირძნისის თემში ბავშვებს კომპანია ,,ჰუმანასგან" გაგზავნილი საჩუქრები გადასცეს
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში - ბროწლეთში, მეღვრეკისში, ტირძნისსა და ერგნეთში მცხოვრები ბავშებისთვის სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

კომპანია ,,ჰუმანასა“ და გორის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა საჩუქრები ჩაიტანეს. ორ წლამდე ასაკის პატარებს პედიატრის და ფსიქოლოგის კონსულტაციაც გაეწიათ.

,,რეგიონში ხშირად ტარდება სამედიცინო აქციები და ამჟამად, პედიატრები გვყავს სტუმრად. სამედიცინო აქციის ფარგლებში მოემსახურებიან ერგნეთში, ბროწლეთში, მეღვრეკისსა და ტირძნისში მცხოვრებ ბავშვებს. ასევე, კერძო კომპანიის ჩართულობით, პატარებს საჩუქარები გადაეცემათ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა რწმუნებულმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები