2020 წელს, განახლებული ტარიფის პირობებში, უფლისციხეში 200 000-ზე
მეტ ტურისტს ელოდებიან. ამ მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
203 000 ბილეთს ამზადებს.
ყველაზე მეტი ბილეთი იქნება 15-ლარიანი, ხოლო ყველაზე ცოტა -
5-ლარიანი ვირტუალური ტურის ბილეთი.
ცნობისათვის, 2018 წელს, საქართველოში, ყველაზე მეტი ბილეთი
უფლისციხისთვის დამზადდა. სულ 281 000 ბილეთი.
აქედან, 7-ლარიანი ბილეთის რაოდენობა - 250 000 ცალი; 1-ლარიანი
ბილეთის რაოდენობა 30 ათასი იყო, ხოლო 1000 ბილეთი - გიდის
მომსახურებისთვის.
სტატიის გამოყენების პირობები