მოსწავლეებმა ნარჩენებისგან სათამაშოები დაამზადეს - კონკურსის შედეგები
18:19 / 30.01.2020
კონკურსში გამარჯვებული
სამი სკოლის გუნდის გახდა. საუკეთესო ნამუშევრები სამ ნომინაციაში
გამოვლინდა.
კერძოდ, პლასტმასის ნომინაციაში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო
გომის სკოლა, მუყაოს ნომინაციაში - კასპის მუნიციპალიტეტის სასირეთის
საჯარო სკოლა, ხოლო ქაღალდის ნომინაციაში - ქარელის მუნიციპალიტეტის
სოფელ კეხიჯვრის სკოლა გახდა გამარჯვებული.
გამოფენა-კონკურსი გორის უნივერსიტეტში გაიმართა. პროექტს
,,ნარჩენების ეფექტიანი მართვა“ ახორციელებს საზოგადოება ,,ბილიკის“
მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის CENN/USAID
WMTR II პროგრამის მხარდაჭერით.
გამოფენა-კონკურსზე წარმოდგენილი იყო გორის, ქარელის და კასპის
მუნიციპალიტეტების 14 სკოლის მოსწავლეების მიერ საყოფაცხოვრებო
ნარჩენისგან დამზადებული ხელნაკეთი სათამაშოები, აქსესუარები და
სხვადასხვა დანიშნულების ნივთები.
გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გაემგზავრებიან ეკო-ბანაკში
ბაკურიანში.
,,პროექტი მიზნად ისახავს შიდა ქართლის მოსახლეობის ცნობიერების
ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებზე, მყარი ნარჩენის შემცირებისა და
სეპარირებული შეგროვების მნიშვნელობაზე." - აღნიშნა ,,ბილიკის"
ხელმძღვანელმა მარი მღებრიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები