სახალხო დამცველი შიდა ქართლის პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული
გამოძიების მასალების გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ დეპარტამენტის
უფროსმა გვანცა ჩხეიძემ გენერალური პროკურატურას 3 თებერვალს
მიმართა.
წერილის ასლი Qartli.ge-ს რედაქციას გუშინ 6 თებერვალს ჩაბარდა.
გვანცა ჩხეიძე პროკურატურა სთხოვს, რომ კანონით დადგენილ ვადაში
მიმდინარე გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.
საქმე ეხება 2019 წლის 10 ივნისს მომხდარ ფაქტს. სამართალდამცველებმა
ალექსანდრე ოხანაშვილმა და რამაზ გრიგალაშვილმა ჟურნალისტური
საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს, კერძოდ კი, იმ ავარიის
გადაღების საშუალება შეუზღუდეს, რომელშიც შსს-ს ავტომობილი
ფიგურირებდა.
შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 333 მუხლით დაიწყო,
ეს მუხლი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ისჯება
თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
საქმეზე გამოძიება სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე
დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები