,,ქართული ოცნების" კასპის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი
რამაზ ბერიანიძე გუბერნატორს პირდება, რომ სააკაძის მოედნიდან
თბილისელ და გორელ კადრებს პანღურით გააძევებენ. ამის შესახებ მან
განცხადება რამაზ ბერიანიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი ცნობით, შეურაცხყოფაა ის ფაქტი, როდესაც ადგილობრივ
თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივ კადრებს არ ასაქმებენ. ბოლო
ფაქტი, რამაც რამაზ ბერიანიძის აღშფოთება გამოიწვია, კასპის მერის
ერთ-ერთი მოადგილის ზაზა მარიდაშვილის გათავისუფლება გახდა.
კასპის მერიაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ზაზ მარიდაშვილმა
თანამდებობა დატოვა, თუმცა ჩვენთან საუბარში მარიდაშვილი აცხადებს,
რომ მისთვის უცნობია საკადრო გადაადგილების შესახებ:
,,მე არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით. ცვლილებები არ მომხდარა" -
აცხადებს ზაზა მარიდაშვილი.
რაც შეეხება რამაზ ბერიანიძეს, გთავაზობთ, მისი განცხადების სრულ
ვერსიას:
,,შიდა ქართლის რწმუნებულს ანუ გუბერნატორს, ასე უფრო მოსწონთ მათ,
მსურს მივმართო. კასპის მუნიციპალიტეტის ანუ რაიონის შესახებ თუ
გსმენია რაიმე, ან წარსულიდან ან დღევანდელობიდან? მხედართმთავრებზე
და შეუცვლელ მეცნიერებზე, ასევე ჩვენს წმინდანებზე, ალბათ, გექნებათ
გაგონილი. ისიც თუ იცით, რომ კასპის რაიონი 80- 90 წლებში უმაღლესი
განათლებითა და მეცნიერ მუშაკთა რაოდენობით საქართველოში პირველ
ადგიზე იყო."
ეს ხალხი სხვათა შორის არსად აწასულა, აქ ცხოვრობს და შეგვიძლია მთელი
საქართველო დავაკმაყოფილოთ პროფესიონალი კადრებით. დღემდე ვდუმდი,
მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როგორ ბედავთ და კასპში მთელ
რიგ თანამდებობებზე გარედან გვიგზავნით გაუგებარი ცოდნისა და
გამოცდილების მლიქვნელებს? რატომ ხარჯავთ კასპელთა ბიუჯეტს ასე თქვენს
ნებაზე, რომ ვიღაც ვიგინდარები თბილისიდან და გორიდან დაბრძანდებიან
კასპში?
შუადღის შემდეგ კი ვერც ერთს იპოვი ადგილზე მერის გარდა, ეგაა ერთი
ადგილობრივი, დამლაგებლის დანიშვნაც რომ თქვენთან შასათანხმებელია,
ესაა თქვენი თვითმართველობაა?"
,,ეხლა მოადგილის ვაკანტური ადგილია, არც გაბედოთ ვინმე გარედან
მოათრიოთ, თორემ გაძლევთ პირობას, ჯერ მე გნახავთ პირადად და
გაგეცნობით, ვინც ვარ, მერე კი სააკაძის მოედანზე დაგიმწკრიებთ ამ
ტურისტ თანამდებობის პირებს და ეგრე გამოგიპანღურებთ ყველას. თქვე
მამაცხონებულებო აიპიები და სიპებიც კი არაკასპელებითაა სავსე.
ნათესავების პატივისცემა თუ გინდათ სახლში დაპატიჟეთ ბიძიკოო ს ა ხ ლ
შ ი ი იიი!" - წერს რამაზ ბერიანიძე.
სტატიის გამოყენების პირობები