გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სპეციალისტებმა ,,კორონა" ვირუსთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სახის
საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.
შეხვედრების სამიზნე აუდიტორია ქალაქში არსებული ჩინური მაღაზიების
მფლობელები და მათთან დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა იყო.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
ხელმძღვანელის , მარინე გიუნაშვილის თქმით, მოსახლეობას ,,კორონა’’
ვირუსისგან თავის დაცვის მექანიზმები გააცნეს.
,,როგორც თავად მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ უკვე 2-3 წელია ჩინეთში
არ ყოფილან და ვირუსის მატარებელნი ვერ იქნებიან.’’ - ამბობს მარინე
გიუნაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები