,,ზუსტად 3 საათის განმავლობაში, ხურვალეთის საგუშაგოსთან ვდგავართ და
პასუხს ვერავინ მცემს, რატომ არ მიშვებენ ტრენინგის ჩასატარებლად
დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში. ცალკე ახალგაზრდები ვალოდინეთ ამ
სიცივეში." - აცხადებს ნინო ჩიბჩიური, რომელიც დღეს სოფელ ხურვალეთში
მიდიოდა.
მისი განმარტებით, ტრენინგი სათემო ცენტრში, ადგილობრივი
ახალგაზრდებისთვის უნდა ჩატარებულიყო და რამდენიმე დღით ადრე
გაფრთხულებული ჰყავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
,,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე ყველა შესაბამისი უწყება
ჩავაყენე საქმის კურსში, ავუხსენი, რომ როგორც ჟურნალისტი ისე არ
მივდივარ დევნილთა დასახლებაში, ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გვაქვს
ჩასატარებელითქო, ვერავინ მიხსნის მიზეზსს ჩემ ქვეყანაში, ჩემივე
მუნიციპალიტეტის სოფელში, რატომ არ მაქვს გადაადგილების თავისუფლება?"
- აცხადებს ნინო ჩიბჩიური.
როგორც ირკვევა, მას უთხრეს, რომ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში,
უნებართვოდ, არ შეუშვებდნენ, როგორც ჟურნალისტს.
ნინო ჩიბჩიურს 2008 წლის აგვსისტო ახსენდება, როდესაც რუსი
სამხედროები გორს აკონტროლებდნენ: ,
,2008 წლის აგვისტო გამახსენდა,როდესაც რუსი ჯარისკაცები საათობით
მაცდევინებდნენ ჩემივე ქალაქში ერთი ლოკაციიდან მეორეზე რომ
გადაადგილების ნებართვა მოეცათ. მერე გიკვირთ რატომ იცლება სოფლები
ახალგახრდებისგან და რატომ აღარ სურთ ადგილზე ასეთი ვითარების ატანა?"
- აღნიშნავს ჩიბჩიური.
სტატიის გამოყენების პირობები