გორის უნივერსიტეტში COVID-19- ის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.
ინფორმაცია Qartli.ge-ს გორი უნივერსიტეტის პრესცენტრიდან
აცნობეს.
მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 9 მარტამდე
შეწყდა.
„საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის
ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების
საფუძველზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო
პროცესი შეწყდა 2020 წლის 9 მარტამდე. აღნიშნულ ვადებში უნივერსიტეტში
დაგეგმილია ვირუსული დაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით
გათვალისწინებული საპრევენციო სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.“-
განაცხადეს უნივერსიტეტის პრესცენტრში.
სტატიის გამოყენების პირობები