გორის მერიამ ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის 240 650 ლარი გამოყო
გორში ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოცხადა.

,,პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემებები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარეგანათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები.’’ - აცხადებენ მერიაში.
პროექტი შესაძლებლობის მიხედვით, ასევე შშმ პირების შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები