ახალი ამბები
ცემა-ტყეპა ახალგორის გამგეობის თანამშრომლებს შორის

 

 

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შენობაში მომხდარი ჩხუბის შესახებ ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ადასტურებს. ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შესახებ, სწორედ, მან დაგვიდასტურა.

 

,,7 თანამშრომელს საყვედური გამოეცხადა, 2 გათავისუფლდა, ერთი კი დავაქვეითე" - გვითხრა ნუგზარ თინიკაშვილმა.

 

დაქვეითებული თანამშრომელი გამგებლის მოადგილე გიგი ბერაშვილია, რომელიც ჩხუბის მიზეზების დადგენის შესახებ კომენტარს არ ეკთებს.

 

მედეა ჩოხელი, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ მუშაობდა, ამბობს, რომ ჩხუბი სამუშაო საათებში მოხდა. თანაც ქეიფის დროს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ქეიფს გამორიცხავს.
 

Print

სტატიის გამოყენების პირობები