ახალი ამბები
ხაშურის საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილების გაუქმება გადაწყდა
ხაშურის საავადმყოფოს ადმინისტრაცია სამშობიარო განყოფილებას აუქმებს. ეს გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში. საავადმყოფოში მშობიარეებს დღეიდან უკვე აღარ იღებენ და სხვა ქალაქების კლინიკებისკენ ამისამართებენ.

როგორც სამშობიარო განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ ძინძიბაძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რადგან მშობიარეებს სხვა ქალაქებში გადაყვანა დროსთანა დაკავშირებული.

განყოფილების მოსალოდნელი დახურვის შესახებ qartli.ge ერთი თვის წინ წერდ:

,,როგორც ვიცი, საკმარისი მშობიარეები არ არიან. თბილისის მენეჯმენტი ფიქრობდა დახურვაზე, თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერ ამის შესახებ, არ ვიცით" - გვითხრა პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი ნიორაძემ 11 მარტს.

განყოფილების დახურვის შემდეგ, თანამშრომლების ერთი ნაწილი უმუშევარი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები