ახალი ამბები
დევნილთა დასახლებებში 5000-მდე ოჯახს სურსათს ურიგებენ
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ. ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი და ასევე, კიდევ დამატებით 2 000-მდე ოჯახისთვის იგეგმება გადაცემა. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა.

,,ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას" - აღნიშნა რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები