გორის რაიონში მცხოვრები 53 წლის მამაკაცი, რომელსაც 2 აპრილს
სომხეთში ვირუსული ინფექცია Covid 19 დაუდგინდა, მკურნალობას თბილისში
განაგრძობს.
დაინფიცირებული მამაკაცი სატვირთოს მძღოლია და კორონავირუსი ტვირთის
გადაზიდვის დროს სომხეთში დაუდგინდა.
უცნობია სად მოხდა პაციენტის ინფიცირება - საქართველოში თუ
სომხეთში.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის
ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ
მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი.
ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებიდან 3 აპრილს მხოლოდ შვილის
ტესტის გაგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში, რომელსაც კორონავირუსი არ
დაუდგინდა. აღნიშნული პიროვნება ქალაქ რუსთავში ცხოვრობს და ტესტის აღების დროსაც იქ იმყოფებოდა.
სატვირთოს მძღოლის მეუღლეს ტესტის გუშინ, სოფელში, საკუთარ
საცხოვრებელ სახლში გაუკეთეს, რომლის პასუხიც დღის განმავლობაში
გახდება ცნობილი. გუშინ დღემდე ქალბატონი მხოლოდ დაკვირვების ქვეშ
იმყოფებოდა.
Qartli.ge ესაუბრა ინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს, რომელიც ამ დრომდე
საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
,,როდესაც ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაშინვე მოვიდნენ
ჩვენთან და მხოლოდ ჩემს შვილს გაუკეთეს ტესტი, რომელსაც Covid 19 არ
დაუდგინდა. გუშინდელ დღემდე მე მხოლოდ დაკვირვების ქვეშ ვიმყოფებოდი,
გუშინ მოვიდნენ ჩემთან და ადგილზე გამიკეთეს ანალიზი, სავარაუდოდ
პასუხი დღეს იქნება. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, თავას კარგად
ვგრძნობ და არ აღმენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი
სიმპტომები. ჩემი მეუღლე გადმოიყვანე სომხეთიდან და ახლა მკურნალობას
თბილისში აგრძელებს. ფიზიკურად არაფერი აღენიშნება მას, აღარც
ტემპერატურა უფიქსირდება. ახლა უტარდება დამატებითი
გამოკვლევები“,-თქვა Qartli.ge-სთან საუბრისას სომხეთში ინფიცირებული
მამაკაცის მეუღლემ.
იხ.ამავე თემაზე:
გორელ მძღოლს სომხეთის საზღვარზე კორონავირუსი
დაუდგინდა
სტატიის გამოყენების პირობები