საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა
10 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. 24 საათის განმავლობაში 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათ შორის, გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა და მათი რიცხვი 52-ია.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 829 პაციენტი, 410 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები